| დაიღუპა | დაშავდა |
| 408 | 2232 |
| ადამიანი | |
| სოხუმის პირველი განცხადება ვარდების რევოლუციის შემდეგ |
| 1 | |
|
დეკემბერი
სოხუმის პირველი განცხადება ვარდების რევოლუციის შემდეგ
|
„აფხაზური მხარე იმედოვნებს, რომ მომავალში საქართველო და აფხაზეთი, როგორც ორი დამოუკიდებელი სახელმწიფო, განავითარებენ ურთიერთობებს თანასწორუფლებიანობის საფუძველზე. აფხაზური მხარე არ აპირებს, აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსის საკითხი განიხილოს“, - აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, მაქსიმ ღვინჯია. |
| პუტინის განცხადება |
| 18 | |
|
დეკემბერი
პუტინის განცხადება
|
„რუსეთი დაუჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, იმ პირობით, რომ არ შეილახება კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ადამიანების უფლებები“, - ვლადიმირ პუტინი |
| სააკაშვილი მოულოდნელად ცხინვალში ჩადის |
| 3 | |
|
იანვარი
სააკაშვილი მოულოდნელად ცხინვალში ჩადის
|
პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი სამხრეთოსურ მხარესა და ეუთოსთან შეთანხმების გარეშე, ცხინვალის რეგიონში ჩადის და ადგილობრივ მოსახლეობას ხვდება. ის ამბობს, რომ ქვეყანაში მშვიდობის დამყარება და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა სურს. „მისი ეს ნაბიჯი სიმბოლური იყო და ხელი არ შეგვიშლია. მომავალში კი ასე თვითნებურად ცხინვალის რეგიონში ჩამოსვლა ჩვენთან წინასწარი შეთანხმების გარეშე არ მოხდება“, - აცხადებს სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი. |
| ქართულ-აფხაზური მოლაპარაკებები თბილისში |
| 10 | |
|
თებერვალი
ქართულ-აფხაზური მოლაპარაკებები თბილისში
|
წლების შემდეგ აფხაზეთის დელეგაცია დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი შამბას ხელმძღვანელობით თბილისში ერთდღიანი ვიზიტით ჩავიდა. |
| სააკაშვილისა და პუტინის შეხვედრა მოსკოვში |
| 11 | |
|
თებერვალი
სააკაშვილისა და პუტინის შეხვედრა მოსკოვში
|
„ჩვენ შევძელით საერთო ენის გამონახვა. ჩემი წინამორბედისგან განსხვავებით [შევარდნაძე], მასთან პრობლემები არ მქონია“, - განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა. პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ ქვეყნები დაიწყებენ მუშაობას აფხაზეთის გავლით რუსეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენასა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნებაზე. |
| თბილისის მხარდაჭერა მოსკოვს |
| 17 | |
|
თებერვალი
თბილისის მხარდაჭერა მოსკოვს
|
საქართველო მხარს უჭერს რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას. |
| მოსკოვი აძლიერებს გავლენას ცხინვალზე |
| 1 | |
|
მაისი
მოსკოვი აძლიერებს გავლენას ცხინვალზე
|
მაისში დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის თავდაცვის მინისტრად ინიშნება ავღანეთისა და ჩეჩნეთის ომების მონაწილე - რუსული არმიის პოლკოვნიკი, ბარანკევიჩი. პუტინი ხელს აწერს ცხინვალის პოლიტიკურად, სოციალურ-ეკონომიკურად და სამხედრო მიმართულებებით გააქტიურების დირექტივას. |
| რუსული ბაზა ჯავასთან |
| 11 | |
|
მაისი
რუსული ბაზა ჯავასთან
|
რუსეთი იწყებს სამხედრო ბაზის მშენებლობას ჯავასთან. |
| სააკაშვილის შეთავაზება სოხუმსა და ცხინვალს |
| 26 | |
|
მაისი
სააკაშვილის შეთავაზება სოხუმსა და ცხინვალს
|
საქართველოს პრეზიდენტი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას თავიანთ მშობლიურ ენებზე მიმართავს: თბილისი მზად არის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებს საქართველოს სახელმწიფოს ფარგლებში ფართო ავტონომიების სტატუსი შესთავაზოს. |
| დამატებითი რუსული ტექნიკა ცხინვალის რეგიონში |
| 6 | |
|
ივნისი
დამატებითი რუსული ტექნიკა ცხინვალის რეგიონში
|
რუსეთს ცხინვალის რეგიონში შეაქვს: 70 ტანკი Т-72, 20 „გრადი“, 30 თვითმავალი საარტილერიო დანადგარი, ნაღმმტყორცნების, იარაღისა და ტყვია-წამლის დიდი მარაგი. |
| ერგნეთის ბაზრობის დახურვა |
| 11 | |
|
ივნისი
ერგნეთის ბაზრობის დახურვა
|
საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ კონტრაბანდის გამო, ერგნეთის ბაზრობა სახელმწიფო ხაზინას ყოველწლიურად 120 მლნ აშშ დოლარის ზარალს აყენებს და ბაზრობას ხურავს. ბაზრობა კონფლიქტის ზონასთან, გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ადამიანებისთვის, არაფორმალური კომუნიკაციის ყველაზე ინტენსიური ადგილი იყო. |
| ულტიმატუმი ცხინვალს |
| 22 | |
|
ივნისი
ულტიმატუმი ცხინვალს
|
სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო წვრთნების დროს, სოფელ არგვეთში, თამარ ღამბაშიძე დაიჭრა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი სამხრეთ ოსეთის ძალოვან უწყებებს 48 საათს აძლევს დამნაშავის დასაკავებლად. |
| სააკაშვილის განცხადება |
| 26 | |
|
ივნისი
სააკაშვილის განცხადება
|
„სამხრეთ ოსეთში ვითარება აჭარის მსგავსად წარიმართება, ამას თავად ხალხი უმოკლეს პერიოდში გააკეთებს“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. |
| რუსული ავტოკოლონის დაკავება |
| 7 | |
|
ივლისი
რუსული ავტოკოლონის დაკავება
|
საქართველოს შინაგანმა ჯარმა რუსი სამშვიდობოების იარაღით, ტყვია-წამლითა და სამხედრო ფორმებით დატვირთული მანქანები დააკავა. „ასეთი დიდი რაოდენობის იარაღი არ შეიძლება სამშვიდობო მიზნებისთვის იყოს განკუთვნილი. ჩვენ ამ მანქანებს გორში წავიყვანთ და გამოძიებას დავიწყებთ“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა. რუსეთმა განაცხადა, რომ სამშვიდობოების სამხედრო აღჭურვილობით მომარაგების საკითხი შერეული სამშვიდობო კომისიის ფარგლებში მიღწეული შეთანხმების ნაწილი იყო და მომხდარს პროვოკაცია უწოდა. ამ მოვლენას ქართულ-ოსური კონფლიქტის ესკალაცია მოჰყვა, რომელიც 2004 წლის 19 აგვისტოს დასრულდა. |
| ცხინვალის პასუხი |
| 8 | |
|
ივლისი
ცხინვალის პასუხი
|
საქართველოს შინაგანი ჯარი, ოსურ და რუსულ მხარეებთან შეუთანხმებლად, ქართულ სამშვიდობო კონტინგენტს ზრდის. რუსული ავტოკოლონის დაკავებისა და ქართული სამშვიდობოების რაოდენობის შეუთანხმებლად გაზრდის საპასუხოდ, ოსური მხარე სოფელ ვანათს იკავებს და ორმოცდაათამდე ქართველ სამშვიდობოს ატყვევებს. ქართველი ტყვეები ცხინვალში ჩაჰყავთ და ქალაქის ცენტრში, მოედანზე აჩოქებენ. |
| ქართველ სამშვიდობოებს ათავისუფლებენ |
| 9 | |
|
ივლისი
ქართველ სამშვიდობოებს ათავისუფლებენ
|
„კოკოითი მწარედ ინანებს იმის გამო, რომ აიძულა ჩვენი ჯარისკაცები, დაჩოქილიყვნენ. ამას მას არასოდეს ვაპატიებთ“, - განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ოქრუაშვილმა. საპასუხოდ, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითიმ ქართული მხარე რეგიონში „საომარი მოქმედებების“ დაწყების მცდელობაში დაადანაშაულა. „საქართველოს ომი სურს და ჩვენც მზად ვართ თავდაცვისთვის“, - თქვა კოკოითიმ. |
| სააკაშვილის პირობა |
| 10 | |
|
ივლისი
სააკაშვილის პირობა
|
საქართველოს პრეზიდენტი ამბობს, რომ პუტინთან მეგობრული ურთიერთობების დამყარება შეძლო, თუმცა გარკვეულ ძალებს რუსეთში, არ სურთ საქართველოში მშვიდობა. „საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ თავიდან აიცილოს საქართველოს ჩათრევა ფართომასშტაბიან კონფლიქტში, მაგრამ ჩვენ მაინც მზად უნდა ვიყოთ ყველაფრისთვის“, - აცხადებს სააკაშვილი და იქვე დასძენს, რომ ცხინვალის რეგიონზე საქართველო ძალიან მალე აღადგენს კონტროლს. |
| ქართული საკოორდინაციო ცენტრი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე |
| 10 | |
|
ივლისი
ქართული საკოორდინაციო ცენტრი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე
|
ცენტრს ერედვში პირადად შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი უხელმძღვანელებს, რაც გულისხმობს სისტემატურ შესვლას კონფლიქტის ზონაში. |
| რუსეთი საქართველოს ჯარების გაყვანას მოითხოვს |
| 13 | |
|
ივლისი
რუსეთი საქართველოს ჯარების გაყვანას მოითხოვს
|
„სამი ათასამდე ქართველი სამხედრო იმყოფება ამჟამად კონფლიქტის რეგიონში, - ამბობს რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი ივანოვი, - რაც დაძაბულობის ესკალაციას უწყობს ხელს“. ივანოვი აცხადებს, რომ ერთობლივი შეთანხმების მიხედვით, მხარეებს არ აქვთ ხუთასზე მეტი ჯარისკაცის განთავსების უფლება კონფლიქტის ზონაში დისლოცირებულ ერთობლივ სამშვიდობო კონტინგენტში. ქართული მხარე უარყოფს, რომ კონფლიქტის ზონაში ზედმეტი სამხედრო ძალები ჰყავს განთავსებული. |
| მსხვერპლი ცხინვალის რეგიონში |
| 1 | |
|
აგვისტო
მსხვერპლი ცხინვალის რეგიონში
|
„ორი ქართველი მსუბუქად დაიჭრა. ჩვენი ინფორმაციით, სულ ცოტა, ექვსი ოსი გარდაიცვალა. ჩვენ მას შემდეგ გავხსენით ცეცხლი, რაც სამხრეთ ოსეთის მხარე თავს დაგვესხა. მომავალშიც გავხსნით ცეცხლს და ადეკვატური ნაბიჯებით ვუპასუხებთ ყველა თავდასხმას“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა. ივლისის ბოლოს ლოკალური შეტაკებები ინტენსიურ ხასიათს იღებს. სროლების პროვოცირებაში მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ. |
| მსხვერპლი დიდი ლიახვის ხეობაში |
| 12 | |
|
აგვისტო
მსხვერპლი დიდი ლიახვის ხეობაში
|
დაღუპულია სამი ქართველი. სროლები ძირითადად სოფელ სარაბუკიდან ქართული სოფლების მიმართულებით ისმოდა, რასაც საპასუხო სროლა მოჰყვა ქართული მხრიდან. ცხინვალი დაშავებულთა შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს. |
| კონფლიქტის ზონაში ორი ქართველი იღუპება |
| 16 | |
|
აგვისტო
კონფლიქტის ზონაში ორი ქართველი იღუპება
|
ორმხრივი სროლა მთელი ღამე გრძელდება და ცხინვალის რეგიონში, ერედვსა და თამარაშენის სიახლოვეს ორი ქართველი ჯარისკაცი იღუპება. თბილისის ინფორმაციას, თხუთმეტამდე ოსი შეიარაღებული პირის დაიღუპვის შესახებ, ცხინვალი არ ადასტურებს. |
| ერედვში სამი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა |
| 17 | |
|
აგვისტო
ერედვში სამი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა
|
ბოლო კვირის მანძილზე კონფლიქტის ზონაში ცხრა ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. თბილისის ცნობით, ოსური მხრიდან დაღუპულია ოცამდე მეომარი, რომელთა უმრავლესობა დაქირავებული ჩრდილოკავკასიელები არიან. ამ ინფორმაციას არ ადასტურებს ცხინვალი. ქართული მხარის მტკიცებით, სოფელ ერედვზე გახშირებული იერიშის მიზეზი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან შემოვლით გზაზე კონტროლის დამყარებაა. ეს გზა ცხინვალის ჩრდილოეთით მდებარე დიდი ლიახვის ქართულ სოფლებს ცხინვალის გვერდის ავლით თბილისთან აკავშირებს. |
| შვიდი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა |
| 18 | |
|
აგვისტო
შვიდი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა
|
სროლების შედეგად, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა, ცხინვალის რეგიონში კიდევ 7 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა. სულ ქართველ ჯარისკაცებს შორის მსხვერპლის რაოდენობამ, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, 16-ს მიაღწია. საბრძოლო მოქმედებების ზონიდან, რომელიც ძირითადად ქართულ სოფლებს ერედვსა და ვანათს მოიცავდა, მასიური დაბომბვების გამო დაჭრილების გამოყვანა ვერ ხერხდებოდა. გვიან ღამით სოფელ ერედვში უშიშროების მინისტრი ვანო მერაბიშვილი იმყოფებოდა. სამხრეთოსური მხარე ცეცხლის გახსნაში ქართულ მხარეს ადანაშაულებს. |
| საქართველოს დამატებითი შეიარაღება გაჰყავს |
| 19 | |
|
აგვისტო
საქართველოს დამატებითი შეიარაღება გაჰყავს
|
პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებით, თბილისი მზად არის კონფლიქტის ზონიდან ყველა დამატებითი შეიარაღებული ძალა გაიყვანოს, რომელიც 8 ივლისს, მხარეებთან შეუთანხმებლად განათავსა. თბილისი ასევე მზად არის, გადასცეს სამმხრივ - ქართულ-რუსულ-ოსურ - სამშვიდობო ძალებს ის სტრატეგიული სიმაღლეები, რომლებიც შინაგანი ჯარებისა და უშიშროების სამინისტროს ნაწილებმა დაიკავეს. |
| კონფლიქტების „ეტაპობრივი მოგვარების“ გეგმა |
| 21 | |
|
სექტემბერი
კონფლიქტების „ეტაპობრივი მოგვარების“ გეგმა
|
სააკაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე გამოდის და რამდენიმე ნაბიჯის აუცილებლობას უსვამს ხაზს. ესენია: კონფლიქტის ზონის დემილიტარიზაცია, სამშვიდობო ძალების ინტერნაციონალიზაცია და თვითგამოცხადებული რეგიონებისთვის ფართო ავტონომიის მინიჭება. |
| ჟვანია-კოკოითის შეხვედრა სოჭში |
| 5 | |
|
ნოემბერი
ჟვანია-კოკოითის შეხვედრა სოჭში
|
მხარეები ხელს აწერენ მემორანდუმს კონფლიქტის ზონის სრული დემილიტარიზაციის შესახებ. რეგიონში ვითარებას მხოლოდ შერეული სამშვიდობო ძალები გააკონტროლებენ. |
| ფედერალური სტატუსის შეთავაზება |
| 17 | |
|
დეკემბერი
ფედერალური სტატუსის შეთავაზება
|
მიხეილ სააკაშვილმა მთავრობას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მოგვარების სამშვიდობო გეგმების მომზადება დაავალა. მას სურს, რომ თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებს საქართველოს სახელმწიფოს ფარგლებში ყველაზე ფართო - ფედერალური სტატუსი მიენიჭოთ. |
| ახალი სამშვიდობო გეგმა |
| 26 | |
|
იანვარი
ახალი სამშვიდობო გეგმა
|
საქართველომ ევროპის საბჭოს სამხრეთ ოსეთში კონფლიქტის მოგვარების სამშვიდობო გეგმა წარუდგინა. |
| ტერორისტული აქტი გორში |
| 1 | |
|
თებერვალი
ტერორისტული აქტი გორში
|
გორში სამხარეო პოლიციის შენობასთან მომხდარმა ტერორისტულმა აქტმა სამი პოლიციელი იმსხვერპლა, დაიჭრა ათზე მეტი ადამიანი. საქართველოს მთავრობამ მიანიშნა, რომ ეს ტერაქტი უცხო ძალების დაგეგმილი იყო. |
| სამშვიდობო პროცესი შეჩერდა |
| 20 | |
|
სექტემბერი
სამშვიდობო პროცესი შეჩერდა
|
როცა ცხინვალში თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის მთავრობა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავდა, სავარაუდოდ ქართულ სოფელ ნიქოზიდან ცხინვალის მიმართულებით საარტილერიო ცეცხლი გაიხსნა. სამი ნაღმის აფეთქების შედეგად შვიდი სამოქალაქო პირი, მათ შორის, ორი წლის ბავშვი დაშავდა. ქართულმა მხარემ უარყო ცხინვალში განვითარებულ მოვლენებთან კავშირი. ამ ინციდენტმა სამშვიდობო პროცესი შეაჩერა. |
| დადგენილება რუსი სამშვიდობოების გაყვანის თაობაზე |
| 11 | |
|
ოქტომბერი
დადგენილება რუსი სამშვიდობოების გაყვანის თაობაზე
|
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს პარლამენტის დადგენილებას „პროვოკაციული“ უწოდა. |
| თბილისი ცხინვალის მთავრობას „კრიმინალურ რეჟიმს“ არქმევს |
| 26 | |
|
ნოემბერი
თბილისი ცხინვალის მთავრობას „კრიმინალურ რეჟიმს“ არქმევს
|
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 26 ნოემბერს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნა სქემა სახელწოდებით „ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების კრიმინალური რეჟიმი“. სქემის თავში სამხრეთ ოსეთის ლიდერის, ედუარდ კოკოითის ფოტო იყო წარწერით: „რეკეტი, კონტრაბანდა, გატაცება, კორუფცია, პოლიტიკური ოპონენტების დევნა“. |
| აფხაზური მხარის სამშვიდობო გეგმა |
| 24 | |
|
იანვარი
აფხაზური მხარის სამშვიდობო გეგმა
|
სოხუმი პირველ რიგში საომარი მოქმედებების განუახლებლობის საერთაშორისო გარანტიებს ითხოვს. კონფლიქტის მოგვარების მეორე ნაბიჯად კი ბაღაფში აფხაზეთისთვის „საერთაშორისო იზოლაციის“ მოხსნას ასახელებს. |
| შეთანხმება საკოორდინაციო საბჭოს აღდგენაზე |
| 29 | |
|
მარტი
შეთანხმება საკოორდინაციო საბჭოს აღდგენაზე
|
ქართულმა და აფხაზურმა მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას საკოორდინაციო საბჭოს განახლების თაობაზე. ირაკლი ალასანია სოხუმში პრეზიდენტის მრჩევლის რანგში ჩადის. სერგეი შამბა ალასანიასთან შეხვედრას უჩვეულოდ ნაყოფიერს უწოდებს. |
| რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის ხელშეკრულება |
| 31 | |
|
მარტი
რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის ხელშეკრულება
|
საქართველომ და რუსეთმა ორ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი - ერთი ბათუმიდან და ახალქალაქიდან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანას ეხება, ხოლო მეორე - რუსეთს სამხედრო ტვირთის საქართველოზე ტრანზიტის საშუალებას აძლევს. მიღწეულ შეთანხმებებს პრეზიდენტმა სააკაშვილმა „ისტორიული“ უწოდა და „საქართველოს კონსტრუქციული დიპლომატიის გამარჯვებად“ შეაფასა. |
| ახალი რუსული სამხედრო ბაზა სამხრეთ ოსეთში |
| 1 | |
|
მაისი
ახალი რუსული სამხედრო ბაზა სამხრეთ ოსეთში
|
მაისში ჯავასთან იწყება ახალი რუსული სამხედრო ბაზის მშენებლობა, რომელიც 2500 სამხედროზეა გათვლილი. რუსეთი იწყებს კონსულტაციებს აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთთან“ მათი სახელმწიფოებრივი სტატუსის შესახებ. |
| აფეთქება ცხინვალში |
| 9 | |
|
ივლისი
აფეთქება ცხინვალში
|
აფეთქების შედეგად, თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანი, ოლეგ ალბაროვი დაიღუპა. კონფლიქტის ზონაში შერეული სამშვიდობო ძალების მეთაურმა მარატ კულახმეტოვმა განაცხადა, რომ მომხდარი „კარგად დაგეგმილი პროვოკაცია იყო“. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი არველაძემ კი ამ შემთხვევას ცხინვალში ჩინოვნიკების კრიმინალური გარჩევა უწოდა. |
| რუსული სამშვიდობო მისიის შეწყვეტის მოთხოვნა |
| 18 | |
|
ივლისი
რუსული სამშვიდობო მისიის შეწყვეტის მოთხოვნა
|
„რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ქმედებები აფხაზეთსა და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში ერთ-ერთ მთავარ ბარიერს წარმოადგენს კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების გზაზე“, - წერია დადგენილებაში, რომელშიც რუსეთი „საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ანექსიის პერმანენტულ მცდელობაშია“ დადანაშაულებული. |
| სააკაშვილი მოსკოვში აღარ მიდის |
| 21 | |
|
ივლისი
სააკაშვილი მოსკოვში აღარ მიდის
|
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაგეგმილი ვიზიტი მოსკოვში და პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა ჩაიშალა. |
| ოპერაცია კოდორის ხეობაში |
| 27 | |
|
ივლისი
ოპერაცია კოდორის ხეობაში
|
25 ივლისს საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა, კოდორის ხეობაში აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობა განელაგებინა და შევარდნაძის მთავრობის დროინდელი ყოფილი რწმუნებულისა და გასამხედროებული ჯგუფის „მონადირის“ მეთაურის, ემზარ კვიციანის განაიარაღების მიზნით, ხეობაში შეიარაღებული ოპერაცია წამოიწყო. |
| „ახალი საგზაო რუკა“ |
| 22 | |
|
სექტემბერი
„ახალი საგზაო რუკა“
|
გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთი საქართველოს რეგიონების ანექსიას ეწევა და საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა შეცვალოს რუსული სამშვიდობო ოპერაციის ფორმატი საქართველოს კონფლიქტის ზონებში. სააკაშვილმა „ახალი საგზაო რუკის“ მონახაზი წარადგინა, რომელიც ეხება აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დემილიტარიზაციას გაეროს, ეუთოს, ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების აქტიური მონაწილეობით. |
| რუსეთი საქართველოსთან სატრანსპორტო მიმოსვლას წყვეტს |
| 2 | |
|
ოქტომბერი
რუსეთი საქართველოსთან სატრანსპორტო მიმოსვლას წყვეტს
|
სატრანსპორტო მიმოსვლის შეწყვეტის საბაბად, ოფიციალურმა მოსკოვმა ქართული ავიაკომპანიების მიერ 2001 წლიდან რუსეთისადმი დაგროვილი დავალიანება დაასახელა, რაც 3,6 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა. რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში მსჯელობენ რუსეთიდან საქართველოში ფულადი გადარიცხვების აკრძალვის შესახებაც. |
| ალტერნატიული არჩევნები და რეფერენდუმი |
| 12 | |
|
ნოემბერი
ალტერნატიული არჩევნები და რეფერენდუმი
|
სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე პარალელურად ორი არჩევნები და ორი რეფერენდუმი ჩატარდა. სეპარატისტული ხელისუფლების ორგანიზებულ არჩევნებში ედუარდ კოკოითი „პრეზიდენტად“ აირჩიეს, ხოლო რეფერენდუმზე მოსახლეობამ რეგიონის დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი. თბილისის მხარდაჭერილ „ალტერნატიულ არჩევნებში“ სამხრეთ ოსეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი სანაკოევმა გაიმარჯვა, რეფერენდუმზე მოსახლეობამ საქართველოსთან ერთიანი ფედერალური სახელმწიფოს შექმნა აირჩია. მოსკოვმა პრეზიდენტად ედუარდ კოკოითი აღიარა. |
| კოსოვო და დსთ-ის კონფლიქტები |
| 21 | |
|
იანვარი
კოსოვო და დსთ-ის კონფლიქტები
|
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ კოსოვოს აღიარება პრეცედენტული იქნება დსთ-ის სივრცისთვისაც. „თუ ჩვენ გვერდს ვუვლით სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს, მაშინ სხვა ერებსაც აქვთ უფლება, თქვან: ჩვენ ამავე მიდგომას გავიზიარებთ“. |
| ორმხრივი სროლა საგუშაგოსთან |
| 1 | |
|
თებერვალი
ორმხრივი სროლა საგუშაგოსთან
|
სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში, სოფელ ერგნეთში განთავსებულ ქართულ საგუშაგოს ღამით ცხინვალის მხრიდან ცეცხლი გაუხსნეს. ქართული პოლიციის თანამშრომლები იძულებულნი გახდნენ, გაეხსნათ საპასუხო ცეცხლი, რომლის შედეგადაც დაიჭრა ერთი ადამიანი. სამხრეთ ოსეთის მხარე ადასტურებს ერთი ადამიანის დაჭრის და ცეცხლის გახსნის ფაქტებს, თუმცა ამტკიცებს, რომ ეს საპასუხო სროლა იყო მას შემდეგ, რაც ცხინვალის სამხრეთი ნაწილი ქართული სოფლების, ნიქოზისა და ერგნეთის მხრიდან ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით და ყუმბარმტყორცნით დაიცხრილა. |
| კოდორის ხეობის სოფლები დაიბომბა |
| 11 | |
|
მარტი
კოდორის ხეობის სოფლები დაიბომბა
|
კოდორის ხეობის სოფლები ჩხალთა, ღენწვისი და აჟარა 11 მარტს, საღამოს დაიბომბა. თბილისი აცხადებს, რომ ზემო კოდორის ხეობა რუსეთის სამხედრო ვერტმფრენებმა და აფხაზურმა შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა დაბომბეს. თვითგამოცხადებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ განაცხადა, რომ აფხაზ მებრძოლებს არაფერი აქვთ საერთო ინციდენტთან და ეს ემზარ კვიციანის მომხრეებსა და კოდორის ხეობაში განთავსებულ ქართულ ძალებს შორის შეტაკება იყო. |
| „დრო იწურება“, - განაცხადა სააკაშვილმა |
| 19 | |
|
ივნისი
„დრო იწურება“, - განაცხადა სააკაშვილმა
|
სამხრეთ ოსეთის სეპარატისტი ლიდერის ედუარდ კოკოითის დრო იწურება, განაცხადა სააკაშვილმა ბაქოში. პრეზიდენტმა თქვა, რომ უახლოეს თვეებში თბილისი სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან, დიმიტრი სანაკოევთან მოლაპარაკებებს დაიწყებს რეგიონისთვის ავტონომიური სტატუსის განსაზღვრის თაობაზე. „ოსებს საქართველოში ყველაფერს მივცემთ, რაზეც კი მათ ოდესმე უოცნებიათ. ეს არის უახლოესი რამდენიმე თვის საკითხი“, - განაცხადა პრეზიდენტმა. |
| ახალი ავტონომიური სტატუსი |
| 5 | |
|
ივლისი
ახალი ავტონომიური სტატუსი
|
სამხრეთ ოსეთის ავტონომიური სტატუსის განსაზღვრაზე მუშაობა პრეზიდენტის ბრძანებულებით შექმნილმა სახელმწიფო კომისიამ დაიწყო. თბილისმა ორი წლის მანძილზე მეორედ წამოიწყო სამხრეთ ოსეთის ავტონომიური სტატუსის განსაზღვრის „ყოვლისმომცველი პროცესი“. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ამ პროცესს „უკანონო“ და „აბსურდული“ უწოდა. |
| კამპანია - „კოკოითი ფანდარასტ“ |
| 23 | |
|
ივლისი
კამპანია - „კოკოითი ფანდარასტ“
|
სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის სპიკერმა ვლადიმერ სანაკოევმა განაცხადა, რომ იწყება დიდი საზოგადოებრივი კამპანია და მისი მიზანი სამხრეთ ოსეთის ლიდერის ედუარდ კოკოითის გადაყენებაა. მისი თქმით, მშვიდობიან კამპანიას, სახელწოდებით - „კოკოითი ფანდარასტ“, სამხრეთ ოსეთის ხალხი წარმართავს. „კოკოითი და მისი რეჟიმი მთავარი დაბრკოლებაა რეგიონში მშვიდობის დამყარების გზაზე“, - ამბობს სანაკოევი. |
| თბილისი მოსკოვს დაბომბვაში ადანაშაულებს |
| 6 | |
|
აგვისტო
თბილისი მოსკოვს დაბომბვაში ადანაშაულებს
|
ზემო კოდორის ხეობის დაბომბვიდან ხუთი თვის თავზე, ქართული მხარე აცხადებს, რომ საქართველოს საჰაერო სივრცე სულ ცოტა ერთმა რუსულმა მოიერიშე თვითმფრინავმა დაარღვია და სულ ცოტა ერთი ჭურვი გაისროლა, რომელიც გორის რაიონის სოფლების წითელუბნისა და შავშვების სიახლოვეს დაეცა. საერთაშორისო ექსპერტების ორმა ჯგუფმა ამ ვერსიას დაუჭირა მხარი. რუსული საგამოძიებო ჯგუფი დასკვნას არ ეთანხმება და ინციდენტს ქართულ პროვოკაციას უწოდებს. ეუთოს დებატების დროს გამოჩნდა აშშ-ის ღია მხარდაჭერა საქართველოს მიმართ და ევროკავშირის ნეიტრალური პოზიცია. |
| სააკაშვილი გაეროს აკრიტიკებს |
| 6 | |
|
სექტემბერი
სააკაშვილი გაეროს აკრიტიკებს
|
პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს არ სჭირდება გაეროს „ამორალური და უბადრუკი“ რეკომენდაციები. თბილისი უკმაყოფილო იყო გაეროს გენერალური მდივნის 24 ივლისის მოხსენებით აფხაზეთის შესახებ, სადაც მდივანი თბილისს მოუწოდებს, გაიყვანოს კონფლიქტის ზონიდან ახალგაზრდული ბანაკი. სააკაშვილმა თქვა, რომ საქართველო ითხოვს ხმის ამაღლებას, ითხოვს ანგარიშს იმაზე, რა გააკეთეს გაერომ და სხვა ორგანიზაციებმა იმისათვის, რომ აღმოფხვრილიყო კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი უგუნური, არაადამიანური დანაშაულის შედეგები. |
| შეტაკება კოდორის ხეობაში |
| 20 | |
|
სექტემბერი
შეტაკება კოდორის ხეობაში
|
კოდორის ხეობაში, საქართველოს პოლიციურ ძალებთან შეტაკების შედეგად, ორი ყოფილი რუსი ოფიცერი დაიღუპა, შვიდი აფხაზი მებრძოლი დააკავეს. თბილისმა და სოხუმმა მოვლენების განსხვავებული ვერსიები წარმოადგინეს. საქართველოში გაეროს დამკვირვებელთა მისიის გამოძიებამ მომხდარი შეტაკების აფხაზური ვერსია დაადასტურა. ქართული მხარე აცხადებს, რომ გამოიჩენს კეთილ ნებას, აფხაზ მებრძოლებს გაათავისუფლებს და სოხუმში საქართველოში გაეროს დამკვირვებელთა მისიას გადასცემს. |
| „კონფლიქტის მოგვარება თვეების საკითხია“ |
| 4 | |
|
დეკემბერი
„კონფლიქტის მოგვარება თვეების საკითხია“
|
„ცხინვალის რეჟიმი არის მოყანყალებული, როგორც ამოსაღები კბილი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის მართლა კვირების ან თვეების საკითხი. ამაზე ზუსტი ინფორმაცია მაქვს“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. |
| ახალი გზა მუშაკის უღელტეხილზე |
| 4 | |
|
თებერვალი
ახალი გზა მუშაკის უღელტეხილზე
|
ბოტლიხის სამთო-სასროლო ბრიგადის ინსპექტირების დროს პუტინი კატეგორიულად ითხოვს მუშაკის უღელტეხილზე გამავალი გზის მშენებლობის სასწრაფო დამთავრებას და აცხადებს: „ეს კიდევ ერთი დერეფანი იქნება საქართველოში“. |
| რუსეთის სათათბიროს რჩევა |
| 21 | |
|
მარტი
რუსეთის სათათბიროს რჩევა
|
რუსეთის სახელმწიფო სათათბირო მოუწოდებს კრემლს, განიხილოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხი. დოკუმენტი ასევე მოუწოდებს, განხილულ იქნას „ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტების ზონებში განთავსებული [რუსული] სამშვიდობო ძალების გაძლიერების შესაძლებლობა“. |
| სააკაშვილის მორიგი სამშვიდობო ინიციატივა |
| 28 | |
|
მარტი
სააკაშვილის მორიგი სამშვიდობო ინიციატივა
|
პრეზიდენტმა სააკაშვილმა სოხუმს ახალი სამშვიდობო წინადადება შესთავაზა, რომელიც მოიცავს ერთობლივი თავისუფალი ეკონომიკური ზონების, ერთიანი საბაჟო და სასაზღვრო სივრცის შექმნას. „თუ ყველა ამ საკითხზე წავიმუშავებთ, მე დარწმუნებული ვარ, რომ ყინული გალღვება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ, მთლიანად საქართველოს და მათ შორის აფხაზებს, წინ ელის ძალიან გაურკვეველი და რისკით აღსავსე მომავალი“, - განაცხადა სააკაშვილმა. |
| რუსეთი აორმაგებს „სამშვიდობოების“ რაოდენობას აფხაზეთში |
| 1 | |
|
აპრილი
რუსეთი აორმაგებს „სამშვიდობოების“ რაოდენობას აფხაზეთში
|
აპრილის და მაისის თვეებში, რუსეთი საქართველოსთან შეუთანხმებლად აორმაგებს თავისი „სამშვიდობოების“ რაოდენობას აფხაზეთში და ყველა შეთანხმების დარღვევით, „სამშვიდობოებში“ ნოვოროსიის საჰაერო-სადესანტო დივიზიის ქვედანაყოფები შეჰყავს. |
| პუტინი კონტროლს აძლიერებს |
| 16 | |
|
აპრილი
პუტინი კონტროლს აძლიერებს
|
ვლადიმირ პუტინის ახალი ინიციატივა დე ფაქტო სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთის სტრუქტურებში რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლობების გახსნას გულისხმობს - „რათა დამყარდეს პირდაპირი ოფიციალური თანამშრომლობა ორივე თვითგამოცხადებული რესპუბლიკის შესაბამის ორგანოებთან“. |
| უპილოტო მზვერავი აფხაზეთის თავზე |
| 20 | |
|
აპრილი
უპილოტო მზვერავი აფხაზეთის თავზე
|
აფხაზეთის ტერიტორიაზე ქართული უპილოტო მზვერავი თვითმფრინავი რუსულმა საფრენმა აპარატმა ჭურვით ჩამოაგდო. |
| ავტობუსის აფეთქება ხურჩაში |
| 21 | |
|
მაისი
ავტობუსის აფეთქება ხურჩაში
|
საქართველოში საპარლამენტო არჩევნების დღეს, ტელევიზიით, აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან ახლოს, სოფელს ხურჩაში ავტობუსის აფეთქების კადრები ვრცელდება. თბილისი ამბობს, რომ აფხაზეთიდან არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად გადმოსულ მოსახლეობას სეპარატისტებმა ცეცხლი გაუხსნეს. „შევისწავლეთ ეს ინციდენტი და დავასკვენით, რომ არის ძალიან ბევრი საკითხი, რაც ოფიციალურ ვერსიას ეჭვის ქვეშ აყენებს. უცნაურია ის, რომ ის ადგილი, სადაც აფეთქება მოხდა, არანაირად არ უკავშირდება იმ გზას, სადაც ამომრჩეველს ხმის მისაცემად უნდა გაევლო“, - აცხადებს საერთაშორისო დამკვირვებელი ოგე ბორჩგრევინკი. |
| რუსული სამხედრო წვრთნები |
| 30 | |
|
ივნისი
რუსული სამხედრო წვრთნები
|
ჩრდილო-კავკასიის სამხედრო ოლქის შენაერთები და ფსბ-ს სასაზღვრო ჯარები ერთკვირიან სწავლებას იწყებენ საქართველოს საზღვრებთან. |
| სანაკოევის ავტომანქანის აფეთქება |
| 3 | |
|
ივლისი
სანაკოევის ავტომანქანის აფეთქება
|
სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის უფროსის, დიმიტრი სანაკოევის ავტომანქანა ნაღმზე აფეთქდა, მის კორტეჟს კი ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნეს. დაცვის სამი თანამშრომელი დაიჭრა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სანაკოევის მანქანა „ოსი სეპარატისტის დამონტაჟებულ ნაღმზე აფეთქდა“. მოსკოვი ამბობს, რომ ეს „ინსცენირება“ იყო. შემთხვევის ადგილზე ქართველმა სამართალდამცავებმა არ დაუშვეს დამკვირვებლები სამშვიდობო ძალებიდან და ეუთოდან. 4 ივლისის ღამიდან, ქართულ და ოსურ შეიარაღებულ ძალებს შორის აღარ შემწყდარა ცეცხლი, რაც საბოლოოდ 8 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში გადაიზარდა. |
| აფეთქება გალში |
| 6 | |
|
ივლისი
აფეთქება გალში
|
ოთხი ადამიანი დაიღუპა ქალაქ გალში აფეთქების შედეგად, ექვსი კი მძიმედ დაშავდა. გარდაცვლილთა შორის არიან გალის რაიონის უშიშროების სამსახურის უფროსი ჯანსუღ მურატია და გაეროს მისიის გალის სექტორის თარჯიმანი ანზორ ლაგვილავა. აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა მომხდარში თბილისი დაადანაშაულა და განაცხადა, რომ საქართველო „სახელმწიფოებრივი ტერორიზმის გზას დაადგა“. ქართული მხარე ბრალდებას აბსურდულს უწოდებს და აფეთქებას აფხაზეთის კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის ძალაუფლებისთვის ბრძოლას უკავშირებს. |
| აშშ-ის მოწოდება აფხაზეთზე |
| 7 | |
|
ივლისი
აშშ-ის მოწოდება აფხაზეთზე
|
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ თვითგამოცხადებულ აფხაზეთში საერთაშორისო საპოლიციო ძალის შექმნის „უკიდურესი აუცილებლობა“ არსებობს. აშშ-მ დაგმო რეგიონში მომხდარი აფეთქებები, მათ შორის, გალის ინციდენტი. საქართველოს მთავრობამ აღნიშნა, რომ მზად არის ერთობლივი - ქართულ-აფხაზური საპოლიციო ძალის შესაქმნელად გალსა და ოჩამჩირეში, საერთაშორისო ზედამხედველობის ქვეშ. სოხუმი და მოსკოვი ცვლილებების კატეგორიული წინააღმდეგნი არიან. |
| კონდოლიზა რაისის ვიზიტი თბილისში |
| 10 | |
|
ივლისი
კონდოლიზა რაისის ვიზიტი თბილისში
|
თბილისში რაისმა განაცხადა, რომ კონფლიქტები საქართველოში მშვიდობიანი გზით უნდა მოგვარდეს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების საფუძველზე. რაისმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები შეშფოთებულია რუსეთის ქმედებების გამო თვითგამოცხადებულ რეგიონებში, რადგანაც ეს არ უწყობს ხელს კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას. |
| სამხედრო ძალის დემონსტრირება |
| 15 | |
|
ივლისი
სამხედრო ძალის დემონსტრირება
|
რუსეთის ჩრდილოეთკავკასიურმა სამხედრო ოლქმა ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები „კავკაზ-2008“ დაიწყო, რომელშიც მონაწილეობს 8,000 სამხედრო შეიარაღებული ძალებიდან, შინაგანი ჯარებიდან და ასევე ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის მესაზღვრეები. ამავდროულად, დაახლოებით 2,000-მა სამხედრომ, ძირითადად ამერიკის შეერთებული შტატებიდან და საქართველოდან, 15 ივლისს ვაზიანის სამხედრო ბაზაზე წვრთნები „Immediate Response - 2008“ დაიწყო. წვრთნებში ასევე იღებენ მონაწილეობას სამხედროები სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და უკრაინიდან. აშშ-ის ბრიგადის გენერალი უილიამ გარეტი აცხადებს, რომ წვრთნების მთავარი მიზანია აშშ-სა და ქართულ შეიარაღებულ ძალებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება. |
| რუსეთი ახალ ჰოსპიტალს ხსნის |
| 25 | |
|
ივლისი
რუსეთი ახალ ჰოსპიტალს ხსნის
|
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საგანგებო სამედიცინო რაზმი, პოლიგონ „ტარსკოეზე“ შლის ჰოსპიტალს, რომელსაც დღეში 300 დაჭრილის მიღება შეუძლია. |
| სამხედრო ბაზები სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე |
| 26 | |
|
ივლისი
სამხედრო ბაზები სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე
|
რუსეთი ამთავრებს სამხედრო ბაზების მშენებლობას ცხინვალსა და ჯავაში. |
| სამშვიდობოებს ჩოლიბაურში არ უშვებენ |
| 28 | |
|
ივლისი
სამშვიდობოებს ჩოლიბაურში არ უშვებენ
|
კონფლიქტის ზონაში შერეული სამშვიდობო ძალების სარდლობამ განაცხადა, რომ სამხრეთოსურმა შეიარაღებულმა ნაწილებმა არ მისცეს მონიტორინგის საშუალება სამშვიდობოებს და ეუთოს დამკვირვებლებს სოფელ ჩოლიბაურში. ქართული მხარე აცხადებს, რომ ოსური შეიარაღებული ნაწილები სოფლის მახლობლად საფორტიფიკაციო ნაგებობებს აშენებენ. |
| პოლიციელების აფეთქება |
| 1 | |
|
აგვისტო
პოლიციელების აფეთქება
|
დილის 8 საათზე, ქართველი პოლიციელების პიკაპის ტიპის ავტომანქანა დისტანციური მართვით ამოქმედებულ ორ ფუგასურ ყუმბარაზე აფეთქდა. ხუთი ქართველი პოლიციელი დაშავდა. ერთი მძიმედ დაიჭრა. ინტენსიური სროლები საღამოს დაიწყო და მთელი ღამე გაგრძელდა. მხარეები ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებდნენ. ქართული სოფლების - ზემო და ქვემო ნიქოზის, ავნევის, ნულის, ერგნეთის, ერედვისა და ზემო ფრისის დაცხრილვისას ექვსი მოქალაქე და ერთი პოლიციელი დაშავდა. ცხინვალი ექვსი მოკლული მებრძოლისა და 15 დაჭრილის შესახებ იტყობინება. |
| ცხინვალის ევაკუაცია |
| 2 | |
|
აგვისტო
ცხინვალის ევაკუაცია
|
რუსეთის საჰაერო-სადესანტო ძალების მეთაურმა ვალერი ევტუხოვიჩმა განაცხადა, რომ „რუსეთი არ დაუშვებს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეების წყენინებას“ და საჰაერო-სადესანტო ძალები მზად არიან რუსი სამშვიდობოების დასაცავად. ედუარდ კოკოითიმ განაცხადა, რომ საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში შესაძლოა „ჩრდილოკავკასიელი მოხალისეები“ ჩაერთონ. ცხინვალმა ქალებისა და ბავშვების ევაკუაცია გამოაცხადა. |
| 3 აგვისტოს ქრონიკა |
| 3 | |
|
აგვისტო
3 აგვისტოს ქრონიკა
|
ქართული მხარის ცნობით, ოსურმა ძალებმა ქართველ პოლიციელთა საგუშაგოს ცეცხლი სოფელ დვანთან გაუხსნეს. ცხინვალმა კი თბილისი სოფელ მუგუთის მიმართულებით სროლაში დაადანაშაულა. საქართველოს დაზვერვა იტყობინება, რომ როკის გვირაბის გავლით, ჯავის რაიონში, რუსეთის 58-ე არმიის სადაზვერვო ბატალიონის ნაწილები განალაგეს. დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ცხინვალის სამხრეთით მდებარე ქართული ქალაქების „გორის, ქარელის და ერთ-ერთი საკურორტო ზონის“ დაბომბვით იმუქრება. |
| 4 აგვისტოს ქრონიკა |
| 4 | |
|
აგვისტო
4 აგვისტოს ქრონიკა
|
ცხინვალის მიერ კონტროლირებად სოფელ დმენისსა და სარაბუკის სიმაღლეებზე განლაგებულ ქართველ სამშვიდობოთა საგუშაგოს შორის სროლები მიმდინარეობს. ედუარდ კოკოითი აცხადებს, რომ სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული დანაყოფების დასახმარებლად ცხინვალში ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკიდან 300 მოხალისე უკვე ჩავიდა და 2000 მოხალისეს კიდევ ელიან. რუსი კაზაკების ლიდერმა და რუსეთის სახელმწიფო დუმის წევრმა, ვიქტორ ვოდოლაცკიმ, კოკოითის დაუდასტურა კაზაკების მზადყოფნა, პირველი მოწოდებისთანავე აღმოუჩინონ დახმარება „სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოს“. |
| რუსმა სამხედროებმა როკის გვირაბი დაიკავეს |
| 5 | |
|
აგვისტო
რუსმა სამხედროებმა როკის გვირაბი დაიკავეს
|
სარაბუკის სიმაღლეებზე სროლების დროს, ორი ქართველი სამშვიდობო დაიჭრა. ცხინვალი აცხადებს, რომ რუსეთიდან „მოხალისეთა“ პირველი ჯგუფები უკვე ჩავიდნენ და დონის კაზაკების მოხალისეთა რაზმების ფორმირება მიმდინარეობს. რუსეთმა სამხრეთ ოსეთში 33-ე მოტომსროლელი ბრიგადის ნაწილები განალაგა, ხოლო როკის გვირაბთან, რუსეთის მხარეს 135-ე და 693-ე მოტომსროლელი პოლკებია განლაგებული. |
| ბრძოლა სარაბუკის სიმაღლეებისთვის |
| 6 | |
|
აგვისტო
ბრძოლა სარაბუკის სიმაღლეებისთვის
|
ინტენსიური სროლები მიმდინარეობს სოფლების - ავნევის, დვანის, ერედვის, ხეთაგუროვოს, ნულის, ფრინევის, უბიათის და ზემო ფრისის - მიმართულებით. ცეცხლი გაუხსნეს სარაბუკის სიმაღლეებზე განლაგებულ ქართველ სამშვიდობოთა საგუშაგოს. სამი ქართველი სამშვიდობო დაიჭრა. ცხინვალი 7 აგვისტოსთვის, დეესკალაციის თაობაზე დაგეგმილ მოლაპარაკებებზე უარს აცხადებს. |
| 7 აგვისტოს ქრონიკა |
| 7 | |
|
აგვისტო
7 აგვისტოს ქრონიკა
|
საქართველოში როკის გვირაბის გავლით რუსეთიდან სამხედროები და ტექნიკა შემოდის. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ქართული სოფლების, ნულის და ავნევის დაბომბვა დაახლოებით 12 საათისთვის განახლდა. სერგეი ბაღაფში, ედუარდ კოკოითისთან საუბრის შემდეგ აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქის ბატალიონი ცხინვალის რეგიონში შევიდა. ორი ქართველი სამშვიდობო დაიღუპა და ხუთი დაიჭრა სოფელ ავნევში. 14:30 საქართველოს თავდაცვის სამინისტრო გასცემს ბრძანებას, რომ ქვეყნის სამხედრო ძალები ცხინვალისკენ დაიძრნენ. დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი საქართველოს „სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის“ დაწყებაში ადანაშაულებს. 19:10 საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს ცეცხლის შეწყვეტას, მზად არის დათმობებისთვის და ცხინვალს და მოსკოვს მოლაპარაკებების განახლებისაკენ მოუწოდებს. 20:30 ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაირღვა და ავნევს, ფრისს, თამარაშენსა და სხვა სოფლებს ცეცხლი გაუხსნეს. რუსულმა ძალებმა როკის გვირაბის გავლით საქართველოში შემოჭრა დაიწყეს. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე მეთიუ ბრაიზა სთხოვს საქართველოს ოფიციალურ პირებს, არ დაუპირისპირდნენ რუს სამხედროებს. 23:35 პრეზიდენტი სააკაშვილი თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებულ შტაბს უბრძანებს, შეაჩერონ რუსეთის ფედერაციის რეგულარული შენაერთები; გაანადგურონ პოზიციები, საიდანაც იხსნებოდა ცეცხლი მშვიდობიანი მოქალაქეების, ქართველი სამშვიდობოების და პოლიციის წინააღმდეგ; დაიცვან ცხინვალის რეგიონის მშვიდობიანი მოსახლეობა. |
| თბილისი სამხრეთ ოსეთის დიდ ნაწილს აკონტროლებს |
| 8 | |
|
აგვისტო
თბილისი სამხრეთ ოსეთის დიდ ნაწილს აკონტროლებს
|
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, ქართულმა ძალებმა „დაიწყეს ცხინვალის შტურმი“ დილის 01:00 საათისთვის. რუსი სამშვიდობოების ცნობით, ორივე მხარე იყენებს მძიმე შეიარაღებას, ხოლო ცხინვალი იბომბება „გრადის“ ტიპის დანადგარებიდან. სააკაშვილი ამბობს, რომ ცხინვალი და რეგიონის უმეტესი ნაწილი, ჯავის რაიონის გარდა, ქართული ძალების კონტროლის ქვეშაა. „ეს იყო მძიმე და ძალიან რთული ბრძოლა თითოეული შენობისთვის. ჩვენმა ჯარისკაცებმა უზარმაზარი გმირობა გამოიჩინეს“. პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ქართულმა ძალოვანმა სტრუქტურებმა შეტევა მას შემდეგ დაიწყეს, რაც ოსმა სეპარატისტებმა სამშვიდობო ინიციატივებს ქართული სოფლების დაბომბვით უპასუხეს. |
| გორის დაბომბვა |
| 8 | |
|
აგვისტო
გორის დაბომბვა
|
ორმა რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა გორში ხუთი ჭურვი ჩამოაგდო. „ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, აწყენინოს ჩვენს სამშვიდობოებს და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს“, - ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. პრეზიდენტი სააკაშვილი კი აცხადებს, რომ 150 რუსული ტანკი, ჯავშანტრანსპორტიორი და სხვა ტიპის ჯავშანმანქანა „შემოდის ახლა საქართველოს ტერიტორიაზე [სამხრეთ ოსეთში] როკის გვირაბის გავლით“. |
| რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო შემოჭრა საქართველოში |
| 9 | |
|
აგვისტო
რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო შემოჭრა საქართველოში
|
ათობით ადამიანი დაიღუპა რუსული თვითმფრინავების მიერ გორში, კომბინატის დასახლებაში, ასევე სამხედრო ბაზის, ფოთის პორტის, სენაკის სამხედრო ბაზის დაბომბვის შედეგად. ზემო აფხაზეთი რუსულმა თვითმფრინავებმა დაბომბეს, ხოლო აფხაზეთის შეიარაღებულმა ძალებმა კოდორის ხეობაში სახმელეთო ოპერაცია დაიწყეს. ნიუ-იორკში შეკრებილმა გაეროს უშიშროების საბჭომ ვერ მოახერხა სამხრეთ ოსეთში არსებული სიტუაციის შესახებ განცხადების ტექსტზე შეთანხმება. რუსეთის ელჩმა გაეროში ვიტალი ჩურკინმა საქართველო „ეთნიკურ წმენდაში“ დაადანაშაულა. საქართველოს ელჩმა გაეროში, ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ რუსეთი ამ უსაფუძვლო საბაბს იყენებს „საქართველოს წინააღმდეგ თავისი სამხედრო აგრესიის გასამართლებლად“. პრეზიდენტმა სააკაშვილმა მიმართა პარლამენტს თხოვნით, მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საომარი მდგომარეობის გამოცხადების თაობაზე. |
| რუსული თვითმფრინავები თბილისის აეროპორტს ბომბავენ |
| 10 | |
|
აგვისტო
რუსული თვითმფრინავები თბილისის აეროპორტს ბომბავენ
|
10 აგვისტოს 19:00 საათზე რუსულმა თვითმფრინავმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორია დაბომბა. რუსულმა ბომბდამშენებმა ჭურვები ჩამოყარეს ანაკლიაშიც. აფეთქებების შედეგად არავინ დაშავებულა. შეტევამდე რამდენიმე საათით ადრე, საქართველო რუსეთს სთავაზობს ცეცხლის შეწყვეტას და გამოთქვამს მზადყოფნას მოლაპარაკებების განახლებაზე. ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ალექსანდრე ლომაია ამბობს, რომ ჭურვი თბილისში იმის მტკიცებულებაა, რომ რუსეთის შემოჭრა საქართველოში მხოლოდ აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს არ უკავშირდება. |
| აფეთქება თბილისის ზღვასთან |
| 11 | |
|
აგვისტო
აფეთქება თბილისის ზღვასთან
|
თბილისში 11 აგვისტოს ღამის 4:40 საათზე რუსულმა ბომბდამშენებმა იერიში მიიტანეს თბილისის ზღვასთან, მახათას მთაზე მდებარე რადიოლოკაციურ სადგურზე. სამოქალაქო დანიშნულების რადარი თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ემსახურებოდა. აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია. მეორე ჭურვი რუსულმა თვითმფრინავმა თბილისის შემოგარენში დაუსახლებელ ადგილას ჩამოაგდო. ”ხვალამდე მინიმუმ თბილისს რამე საფრთხე არ ემუქრება,”- განაცხადა სააკაშვილმა, ”გთხოვთ დავრჩეთ სახლში იმიტომ, რომ ჩვენ ყოველ ერთ საათში მოგცემთ ინფორმაციას რა სიტუაციაა.\\ |
| რუსული ჯარები სამეგრელოში |
| 11 | |
|
აგვისტო
რუსული ჯარები სამეგრელოში
|
ზუგდიდის რაიონში რუსული სამშვიდობო ჯარი შევიდა და მათი დახმარებით აფხაზებმა სოფელი ხურჩა დაიკავეს, აცხადებს ქართული შსს. მოსკოვმა განაცხადა, რომ სამხედრო ძალები სენაკში სამხრეთ ოსეთში „მშვიდობის იძულებით დამყარების“ ოპერაციის ფარგლებში შეიყვანა. |
| ჯორჯ ბუში მოსკოვს მიმართავს |
| 12 | |
|
აგვისტო
ჯორჯ ბუში მოსკოვს მიმართავს
|
„მე ღრმად ვარ შეშფოთებული კონფლიქტის ზონიდან მიღებული ინფორმაციით, რომ რუსული შეიარაღებული ძალები მიიწევენ წინ, უტევენ ქალაქ გორს და უმიზნებენ საქართველოს დედაქალაქს, თბილისს“, - განაცხადა ჯორჯ ბუშმა თეთრი სახლიდან. |
| 12 აგვისტოს ქრონიკა |
| 12 | |
|
აგვისტო
12 აგვისტოს ქრონიკა
|
თბილისში ათი ათასობით მოქალაქე სოლიდარობის გამოსახატად იკრიბება. საპროტესტო აქცია მუსიკის, სიმღერის თანხლებით მიმდინარეობს. მოსახლეობის ნაწილი ხელისუფლების მხარდაჭერის ამ ფორმას არაადეკვატურად მიიჩნევს და აქციას მკაცრად აკრიტიკებს. საქართველოში ესტონეთის, ლიტვის, უკრაინის და პოლონეთის პრეზიდენტები, ასევე ლატვიის პრემიერ-მინისტრი საქართველოსთვის სოლიდარობის გამოსახატად და მხარდასაჭერად ჩამოდიან. იმავე დღეს, რუსული ვერტმფრენი გორის მახლობლად სამოქალაქო მიკროავტობუსს ცხრილავს - ცხრა მგზავრი იღუპება. რვა მშვიდობიანი მოქალაქე იღუპება გორის ცენტრალური მოედნის დაბომბვისას, 15 კი დაშავდება. სოხუმის დე ფაქტო ხელისუფლება აცხადებს, რომ ზემო კოდორის ხეობას სრულად აკონტროლებს. „კოდორის ხეობა მთლიანად დაცლილია მოსახლეობისგან. ეს არის ეთნიკური წმენდის კლასიკური შემთხვევა“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი. 12 აგვისტოს, რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი, საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზისთან გამართულ შეხვედრაზე მხარს უჭერს ევროკავშირის ექვსპუნქტიან გეგმას - საქართველოში საომარი მოქმედებების შეწყვეტის თაობაზე. მოსკოვიდან სარკოზი თბილისში ჩადის. იმავე დღეს სააკაშვილი ხელს აწერს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთავაზებას. |
| რუსული ჯარის გადაადგილება |
| 13 | |
|
აგვისტო
რუსული ჯარის გადაადგილება
|
არც თბილისი და არც მოსკოვი არ ადასტურებენ ინფორმაციას, რომ რუსული ჯარი თბილისისკენ დაძვრას აპირებს. „მათი სამხედრო ტექნიკა ჩვენს ქალაქებსა და სოფლებში შედის, მაგრამ პანიკისთვის არანაირი საფუძველი არ არის, - განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ ეკა ზღულაძემ, - თბილისისკენ არანაირი მძიმე შეიარაღება და არც კოლონა არ დაძრულა“. რუსული ჯარები დაკავებული პუნქტების ინფრასტრუქტურას მიზანმიმართულად ანადგურებენ, მათ შორის - გორში. |
| 60 ათასზე მეტი დევნილი |
| 16 | |
|
აგვისტო
60 ათასზე მეტი დევნილი
|
თბილისში დევნილი მოსახლეობის რაოდენობამ 60 ათასს მიაღწია. დევნილები ხუთასამდე შენობაში, ძირითადად საბავშვო ბაღებსა და სკოლებში განათავსეს. ამ რიცხვში არ შედის ზემო კოდორის ხეობიდან დევნილი მოსახლეობის მონაცემები, რომლებიც დასავლეთ საქართველოში დაბინავდნენ. |
| 120 ათასზე მეტი დევნილი |
| 22 | |
|
აგვისტო
120 ათასზე მეტი დევნილი
|
ას ოცი ათასამდე ადამიანი სახლიდან გარბის. ვიდრე რუსული ჯარი გორიდან არ გადის, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი ცენტრალური მაგისტრალი 22 აგვისტომდე გადაკეტილია. გახსნის შემდეგაც შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავონ მაგისტრალზე მოძრაობისგან, რადგან პოლიცია გზის მიმდებარე ხიდებს და სტრატეგიულ ობიექტებს ნაღმებზე ამოწმებს. რუსი სამხედროები საგუშაგოს გორიდან ხუთ კილომეტრში, სოფელ კარალეთში ხსნიან. |
| ამერიკული გემები შავ ზღვაში |
| 24 | |
|
აგვისტო
ამერიკული გემები შავ ზღვაში
|
ამერიკული USS McFaul რაკეტსაწინააღმდეგო გემი 24 აგვისტოს ბათუმის პორტში შემოვიდა და 70 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება ჩამოიტანა. 75 კმ-ის დაშორებით კი, ქალაქ ფოთს ისევ რუსული ძალები აკონტროლებენ. რუსული საჰაერო იერიშების შედეგად ფოთის პორტის ინფრასტრუქტურა დაზიანებულია. საქართველოს საზღვაო აკვატორიაში კიდევ ორ ამერიკულ გემს ელოდებიან. |
| აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება |
| 26 | |
|
აგვისტო
აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება
|
რუსეთის პრეზიდენტი ხელს აწერს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების დოკუმენტს. დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ რუსეთის აღიარება რეფერენდუმების შედეგებს ეფუძნება. მანამდე, ის კრემლში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტებს ხვდება. მიხეილ სააკაშვილმა 26 აგვისტოს განაცხადა, რომ რუსეთმა „წარმოუდგენელი სტრატეგიული შეცდომა“ დაუშვა, რასაც ახლა უკვე დასავლეთმა უნდა გასცეს პასუხი. |
| გადამწვარი სოფლები რუკაზე |
| 29 | |
|
აგვისტო
გადამწვარი სოფლები რუკაზე
|
UNOSAT-ი სატელიტურ სურათებს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ ცხინვალის რეგიონში ქართული სოფლები გადამწვარია. Human Rights Watch-ი აცხადებს, რომ თამარაშენი, კეხვი, ქვემო აჩაბეთი, ზემო აჩაბეთი და ქურთა განადგურებულია ხანძრის შედეგად და არა დაბომბვის გამო. რუკაზე ხანძრები ჩანს 10, 12, 13, 17, 19 და 22 აგვისტოს, მაშინ როდესაც საბრძოლო მოქმედებები 10 აგვისტოსთვის უკვე დასრულებული იყო. |
| რუსეთი შეთანხმებას არღვევს |
| 8 | |
|
სექტემბერი
რუსეთი შეთანხმებას არღვევს
|
საფრანგეთის და რუსეთის პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ რუსეთი აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მიმდებარე ტერიტორიებიდან საკუთარ ძალებს ერთი თვის ვადაში გაიყვანდა და გაეროსა და ეუთოს დამკვირვებლები საქართველოში გააგრძელებდნენ მანდატის შესრულებას. რუსეთი ისევ არ ასრულებს შეთანხმებას და აღწევს იმას, რომ გაერო და ეუთო ტოვებენ კონფლიქტის ზონებს. |
| მოსკოვის შეთანხმება სოხუმსა და ცხინვალთან |
| 17 | |
|
სექტემბერი
მოსკოვის შეთანხმება სოხუმსა და ცხინვალთან
|
რუსეთის პრეზიდენტმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტებთან გააფორმა ხელშეკრულება მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ. „ჩვენ ერთმანეთს გავუწევთ ყველა სახის დახმარებას, მათ შორის, სამხედროს“, - განაცხადა მედვედევმა. |
| რუსული ჯარი სამეგრელოს ტოვებს |
| 8 | |
|
ოქტომბერი
რუსული ჯარი სამეგრელოს ტოვებს
|
რუსული ჯარი სამხრეთ ოსეთის მიმდებარე ტერიტორიას და სამეგრელოს ბლოკ-საგუშაგოებს დილიდან ტოვებს. რუსული ძალები ტოვებენ სამეგრელოდან - წალენჯიხის, ჩხოროწყუს და ზუგდიდის რაიონების სოფლებს. მედიის ცნობით, რუსული სამხედრო კოლონები ენგურის ხიდის გავლით გალის რაიონისკენ მიემართებოდნენ. |
| ჩაშლილი მოლაპარაკებები |
| 15 | |
|
ოქტომბერი
ჩაშლილი მოლაპარაკებები
|
15 ოქტომბერს ჟენევაში მოლაპარაკებები შეჩერდა და გადაიდო. |
| 4.55 მილიარდი დოლარი საქართველოს |
| 22 | |
|
ოქტომბერი
4.55 მილიარდი დოლარი საქართველოს
|
საქართველოს მეგობარმა ქვეყნებმა და საერთაშორისო დონორებმა საერთო ჯამში 4.55 მილიარდი აშშ დოლარი გამოყვეს საქართველოს ომის შემდგომი რეაბილიტაციისათვის. |
| კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ |
| 23 | |
|
ოქტომბერი
კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ
|
საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. კანონი ამ ტერიტორიებზე თავისუფალ გადაადგილებასა და ეკონომიკურ საქმიანობას ზღუდავს. უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის იქ შესვლა დაშვებულია მხოლოდ დანარჩენი საქართველოს ტერიტორიიდან. |
| ჟენევის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი |
| 19 | |
|
ნოემბერი
ჟენევის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი
|
ჟენევის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართა საქართველოს, რუსეთის, აშშ-ის და ასევე ორი სეპარატისტული რეგიონის წარმომადგენლების მონაწილეობით, ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს შუამავლობით. |
| სახლიდან 127 ათასი ადამიანი გარბის |
| 24 | |
|
დეკემბერი
სახლიდან 127 ათასი ადამიანი გარბის
|
127 ათასმა ადამიანმა იძულებით დატოვა საკუთარი სახლი აგვისტოს ომის გამო. სავარაუდოდ, 73 ათასი ზამთრის დადგომამდე მოახერხებს სახლებში დაბრუნებას, - იტყობინება გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი (UNHCR). |
| Human Rights Watch-ი აგვისტოს ომზე |
| 23 | |
|
იანვარი
Human Rights Watch-ი აგვისტოს ომზე
|
Human Rights Watch-მა მოუწოდა რუსეთს და საქართველოს, გამოიძიონ „ომის კანონების დარღვევის“ ფაქტები. ორგანიზაციამ ორასგვერდიან მოხსენებაში აღნიშნა, რომ რუსეთმა და საქართველომ განურჩეველი და არაპროპორციული ძალა გამოიყენეს, ხოლო სამხრეთოსურმა ძალებმა ეთნიკური ქართველებით დასახლებული სოფლები მიზანმიმართულად გაანადგურეს. |
| ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია |
| 28 | |
|
იანვარი
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია
|
რეზოლუცია რუსეთს მოუწოდებს, შეცვალოს გადაწყვეტილება აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარების თაობაზე. ასამბლეა გმობს „რუსეთის უკანონო სამხედრო ყოფნას და ახალი სამხედრო ბაზების მშენებლობას სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის სეპარატისტულ რაიონებში“. რეზოლუცია ასევე გმობს „ეთნიკურ წმენდას და ადამიანის უფლებათა სხვა დარღვევებს სამხრეთ ოსეთში“, აკრიტიკებს საქართველოს კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ და მოუწოდებს თბილისს, დაუყოვნებლივ შეასრულოს რეკომენდაციები, რომელიც ვენეციის კომისიამ წარმოადგინა. |
| პირველი შეხვედრა ერგნეთში |
| 23 | |
|
აპრილი
პირველი შეხვედრა ერგნეთში
|
ომის შემდეგ პირველად შედგა ქართული და სამხრეთოსური მხარეების, ასევე რუსული ძალების შეხვედრა, რომელსაც ეუთოს და ევროკავშირის დამკვირვებლებიც ესწრებოდნენ. გადაუდებელი კონტაქტის შესაძლებლობის მიზნით, მხარეები 24-საათიანი ცხელი ხაზის შექმნაზე შეთანხმდნენ. |
| ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია ომის შედეგებზე |
| 29 | |
|
აპრილი
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია ომის შედეგებზე
|
რეზოლუცია მოუწოდებს რუსეთს და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ ხელისუფლებას, უზრუნველყონ ყველა დევნილის ნებაყოფლობითი დაბრუნება უსაფრთხოდ და ღირსეულად. „სავსებით ნათელია ტერიტორიის ეთნიკური ქართველებისგან გაწმენდის განზრახვა“, - ნათქვამია რეზოლუციაში. თუმცა, „არსებობს აშკარა მტკიცებულება სამოქალაქო ობიექტების და ოსების სახლების განადგურებისა, რაც ომის დროს ქართულმა სამხედრო ძალებმა განახორციელეს“. |
| საქართველოში ეუთოს მისია იხურება |
| 30 | |
|
ივნისი
საქართველოში ეუთოს მისია იხურება
|
ეუთოს მისიამ, რომელსაც შეუიარაღებელი სამხედრო დამკვირვებლები ჰყავდა ცხინვალში, საქართველოში თავისი საქმიანობა შეწყვიტა. კონფლიქტის ზონაში მხოლოდ ევროკავშირის მონიტორინგის მისიის დამკვირვებლები დარჩნენ, რომელთაც სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე შესვლის უფლება არა აქვთ. |
| ბორდერიზაციის დაწყება |
| 2 | |
|
აგვისტო
ბორდერიზაციის დაწყება
|
რუსი სამხედროები გორის რაიონის სოფელ ქვეშში, ე.წ. საზღვრის გადმოწევის მიზნით, ტერიტორიას ბოძებით ნიშნავენ. |
| 412 დაღუპული |
| 25 | |
|
სექტემბერი
412 დაღუპული
|
412 საქართველოს მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის, 228 სამოქალაქო პირი; 170 სამხედრო და 14 პოლიციელი. 10 სამხედრო და 14 პოლიციელი დაკარგულად ითვლება. საომარი მოქმედებების დროს ასევე დაიღუპა ერთი ჰოლანდიელი და ორი ქართველი ჟურნალისტი. |
| საგამოძიებო მოხსენება აგვისტოს ომზე |
| 30 | |
|
სექტემბერი
საგამოძიებო მოხსენება აგვისტოს ომზე
|
საზოგადოებისთვის ცნობილი ხდება 2008 წლის აგვისტოს ომის შემსწავლელი მისიის ხელმძღვანელის, ჰეიდი ტალიავინის დასკვნის შედეგები. ტალიავინიმ საკმარისად დასაბუთებულად არ მიიჩნია მტკიცება, რომ რუსეთმა ფართომასშტაბიანი სამხედრო შემოჭრა 8 აგვისტომდე განახორციელა. მისიის განცხადებით, შეუძლებელია „კონფლიქტზე მთელი პასუხისმგებლობა მხოლოდ ერთ მხარეს დაეკისროს“. |
| მოსკოვის შეთანხმება სოხუმთან |
| 17 | |
|
თებერვალი
მოსკოვის შეთანხმება სოხუმთან
|
დოკუმენტის მოქმედების ვადა 49 წელია და შესაძლოა, ავტომატურად კიდევ 15 წლით გაგრძელდეს. რუსული წყაროების ცნობით, სეპარატისტულ რეგიონში ამ მომენტისთვის 1 700-მდე რუსი სამხედროა დისლოცირებული. |
| რუსეთის შეთანხმება ცხინვალთან |
| 7 | |
|
აპრილი
რუსეთის შეთანხმება ცხინვალთან
|
ხელშეკრულება ცხინვალთან 49 წლის ვადით გაფორმდა. შეთანხმება ითვალისწინებს გაერთიანებული რუსული ბაზის გამოყენებას სეპარატისტული რესპუბლიკის „სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების“ უზრუნველსაყოფად, მათ შორის, წინააღმდეგობის გაწევას საერთაშორისო ტერორისტული ფორმირებებისათვის. |
| რუსეთის აბსოლუტური კონტროლი ცხინვალზე |
| 7 | |
|
ივნისი
რუსეთის აბსოლუტური კონტროლი ცხინვალზე
|
საერთაშორისო კრიზისების ჯგუფის ანგარიშში წერია: რუსი სამხედროების რიცხვი, უკვე რეგიონის კლებადი მოსახლეობის ერთ მეექვსედს შეადგენს. სამხრეთ ოსეთის მთავრობის ნახევარზე მეტს მოსკოვი აკომპლექტებს და ბიუჯეტის 99%-ს რუსეთი ავსებს. სამხრეთ ოსეთში, დაახლოებით, 3 000-4 500 რუსი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება და მსახურობს რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის 900 მესაზღვრე. |
| ქართული სამოქმედო გეგმა |
| 3 | |
|
ივლისი
ქართული სამოქმედო გეგმა
|
საქართველოს მთავრობამ „ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმა“ დაამტკიცა, რომელიც მოიცავს ოთხ განზომილებას - ჰუმანიტარულს, ადამიანურს, სოციალურსა და ეკონომიკურს. სამოქმედო გეგმა შვიდი „მექანიზმის“ შემოღებას ითვალისწინებს. ესენია: ნეიტრალური სტატუსის მქონე საკოორდინაციო მექანიზმი; პირადობის ნეიტრალური მოწმობა და სამოგზაურო დოკუმენტი; ნდობის ფონდი; ერთობლივი საინვესტიციო ფონდი; თანამშრომლობის სააგენტო; ფინანსური ინსტიტუტი; და ინტეგრირებული სოციალურ-ეკონომიკური ზონა. ცხინვალი და სოხუმი დოკუმენტს იგნორირებას უკეთებენ, რის გამოც მას პრაქტიკულად არ უმუშავია. |
| სადემარკაციო ხაზის გავლება განახლდა |
| 29 | |
|
სექტემბერი
სადემარკაციო ხაზის გავლება განახლდა
|
თბილისი მოსკოვს ბრალს სდებს შიდა ქართლის ტერიტორიების „მიტაცების“ გზით „ოკუპაციის ხაზის წინ გადმოწევაში“. შსს-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ სულ ცოტა 30 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწა იყო მიტაცებული ადმინისტრაციულ საზღვარზე მდებარე ხუთი სოფლის სიახლოვეს. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ადასტურებს, რომ დემარკაციის ხაზი, რომელიც რუსულმა ძალებმა გაავლეს, ემთხვევა საბჭოთა პერიოდის სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოლქის ადმინისტრაციულ საზღვარს. |
| რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა პერევი დატოვეს |
| 18 | |
|
ოქტომბერი
რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა პერევი დატოვეს
|
რუსმა სამხედროებმა საჩხერის რაიონის სოფელი პერევი დატოვეს. სოფელში განთავსებული რუსული ძალები ადგილობრივ გზას აკონტროლებდნენ, რომელიც ახლომდებარე სამხრეთოსურ სოფელს დანარჩენ სეპარატისტულ რეგიონს უკავშირებდა. |
| საქართველოს პირობა ძალის არგამოყენების შესახებ |
| 23 | |
|
ნოემბერი
საქართველოს პირობა ძალის არგამოყენების შესახებ
|
პრეზიდენტმა სააკაშვილმა ევროპარლამენტის სხდომაზე თქვა, რომ მზად არის გამოვიდეს ცალმხრივი ინიციატივით და განაცხადოს, რომ საქართველო არასოდეს გამოიყენებს ძალას ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონტროლის აღსადგენად. |
| სოხუმი და ცხინვალი ძალის არგამოყენების ვალდებულებას იღებენ |
| 6 | |
|
დეკემბერი
სოხუმი და ცხინვალი ძალის არგამოყენების ვალდებულებას იღებენ
|
სეპარატისტული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ლიდერებმა სერგეი ბაღაფშმა და ედუარდ კოკოითიმ განაცხადეს, რომ მზად არიან აიღონ ვალდებულება თბილისის წინააღმდეგ ძალის არგამოყენების თაობაზე. |
| Human Rights Watch-ის ანგარიში გალის რაიონზე |
| 15 | |
|
ივლისი
Human Rights Watch-ის ანგარიში გალის რაიონზე
|
Human Rights Watch-მა გამოაქვეყნა ანგარიშში, სადაც სეპარატისტული აფხაზეთის ხელისუფლების მიერ გალის რაიონში მცხოვრები ეთნიკური ქართველების უფლებების შელახვაზე ამახვილებს ყურადღებას. საუბარია სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებებით სარგებლობის „დისკრიმინაციულ“ სისტემაზე, გადაადგილების თავისუფლების და ქართულენოვანი განათლების ხელმისაწვდომობის შეზღუდვაზე. ანგარიშში წერია, რომ არ არსებობს არც დაბრუნებულთა რეგისტრაციის გამართული სისტემა. ამ მომენტისთვის გალის რაიონში 45 000-47 000 სპონტანურად დაბრუნებული ქართველი ცხოვრობს. |
| ტუვალუმ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა |
| 23 | |
|
სექტემბერი
ტუვალუმ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა
|
სოხუმმაც და ცხინვალმაც ტუვალუსთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს. |
| ევროსასამართლომ რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სარჩელი მიიღო |
| 20 | |
|
დეკემბერი
ევროსასამართლომ რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სარჩელი მიიღო
|
საქართველო რუსეთს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რვა მუხლის დარღვევაში ადანაშაულებს, რომლებიც ეხება: სიცოცხლის უფლებას; წამების და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვას; თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებას; პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებას; ეფექტური სამართლებრივი დაცვის უფლებას; საკუთრების დაცვის უფლებას; განათლების უფლებას და გადაადგილების თავისუფლებას. რუსეთი ყველა ამ ბრალდებას დაუსაბუთებლად მიიჩნევს. სტრასბურგის სასამართლოში განხილვის დაწყების მოლოდინშია აგრეთვე ორი ათასამდე ინდივიდუალური სარჩელი აგვისტოს ომთან დაკავშირებით, მათგან ნაწილი საქართველოს წინააღმდეგ. საქართველო, რუსეთის შეიარაღებულ ძალებს და მისი კონტროლის ქვეშ მყოფ სეპარატისტულ ძალებს განურჩეველ და არაპროპორციულ თავდასხმებში სდებს ბრალს, რომელებიც მიმართული იყო სამოქალაქო პირებისა და მათი ქონების წინააღმდეგ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე. |
| აფხაზურმა მხარემ გალის შეხვედრებში მონაწილეობა შეაჩერა |
| 24 | |
|
აპრილი
აფხაზურმა მხარემ გალის შეხვედრებში მონაწილეობა შეაჩერა
|
აფხაზურმა მხარემ უარი განაცხადა, მონაწილეობა მიეღო ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრაში. IPRM ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში ჩამოყალიბდა და მოიცავს ცხელი ხაზის ინსტრუმენტს ინფორმაციის სწრაფი გაცვლისთვის. |
| აფხაზეთის „ქართველიზაციის“ შიში |
| 13 | |
|
მაისი
აფხაზეთის „ქართველიზაციის“ შიში
|
სოხუმმა რეგიონში მცხოვრები ეთნიკური ქართველებისთვის აფხაზური პასპორტების გაცემა შეაჩერა იმის შიშით, რომ ამ პროცესს აფხაზეთის „ქართველიზაცია“ არ მოჰყვეს. |
| მავთულხლართები გამყოფ ხაზზე |
| 27 | |
|
მაისი
მავთულხლართები გამყოფ ხაზზე
|
მაისის ბოლოს რუსულმა საოკუპაციო ძალებმა განაახლეს მავთულხლართების გავლება სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის სხვადასხვა მონაკვეთზე. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ეს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უხეში დარღვევაა. |
| თბილისი სოხუმსა და ცხინვალს პირდაპირ დიალოგს სთავაზობს |
| 8 | |
|
აგვისტო
თბილისი სოხუმსა და ცხინვალს პირდაპირ დიალოგს სთავაზობს
|
თბილისი მზად არის აფხაზ და ოს ძმებთან პირდაპირი დიალოგისთვის. საქართველოს უნდა ეყოს ძალა, აპატიოს და ასევე აღიაროს საკუთარი შეცდომები, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა. |
| მავთულხლართების გავლება განახლდა |
| 25 | |
|
თებერვალი
მავთულხლართების გავლება განახლდა
|
რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა ქარელის რაიონის სოფლების ღოღეთისა და ატოცის მიმდებარე ტერიტორიაზე კვლავ განაახლეს გამყოფი ხაზის გასწვრივ მავთულხლართების უკანონო მონტაჟი. |
| ტუვალუ აღიარების გადაწყვეტილებას ცვლის |
| 31 | |
|
მარტი
ტუვალუ აღიარების გადაწყვეტილებას ცვლის
|
საქართველო და ტუვალუ დიპლომატიურ ურთიერთობებს ამყარებენ. წყნარი ოკეანის ამ კუნძულოვან სახელმწიფოს უკან მიაქვს 2011 წელს მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს სეპარატისტული რეგიონების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების თაობაზე. |
| ხელშეკრულება მოსკოვსა და სოხუმს შორის |
| 24 | |
|
ნოემბერი
ხელშეკრულება მოსკოვსა და სოხუმს შორის
|
პუტინმა აფხაზეთის ახალ პრეზიდენტთან, რაულ ხაჯიმბასთან მოლაპარაკებების დაწყების წინ განაცხადა, რომ რუსეთი ორჯერ უფრო მეტად დაეხმარება სოხუმს, რომელიც პოლიტიკურად, ეკონომიკურად თუ სამხედრო თვალსაზრისით უკვე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული მოსკოვზე. |
| ხელშეკრულება მოსკოვსა და ცხინვალს შორის |
| 18 | |
|
მარტი
ხელშეკრულება მოსკოვსა და ცხინვალს შორის
|
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა მოსკოვში „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის“ შესახებ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. პუტინმა განაცხადა, რომ 25-წლიანი ხელშეკრულების თანახმად, „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების და უსაფრთხოების სტრუქტურების ცალკეული შენაერთები რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების და უსაფრთხოების სტრუქტურების შემადგენლობაში შევლენ“. |
| მცოცავი საზღვარი |
| 24 | |
|
ივლისი
მცოცავი საზღვარი
|
რუსული სამხედრო ძალები საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი ავტომაგისტრალის სიახლოვეს კიდევ ერთ მონაკვეთს ნიშნავენ. |
| 2008 წლის ომის გამოძიება |
| 27 | |
|
იანვარი
2008 წლის ომის გამოძიება
|
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორი იწყებს გამოძიებას კაცობრიობის წინაშე ჩადენილ იმ სამხედრო დანაშაულებზე, რომელიც საქართველოში 2008 წლის აგვისტოს ომის წინ, მისი მიმდინარეობისას და დამთავრების შემდგომ პერიოდს მოიცავს - 2008 წლის 1 ივლისიდან 2008 წლის 10 ოქტომბრამდე. 10 ოქტომბერს რუსეთს შეიარაღებული ძალები იმ ტერიტორიებიდან გაჰყავს, რომელიც სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის მიღმა ჰქონდა ოკუპირებული. |
| გიგა ოთხოზორიას მკვლელობა |
| 19 | |
|
მაისი
გიგა ოთხოზორიას მკვლელობა
|
ზუგდიდის რაიონში, ხურჩა-ნაბაკევის გამშვებ პუნქტთან, აფხაზმა შეიარაღებულმა პირმა საქართველოს მოქალაქე, უიარაღო გიგა ოთხოზორია მოკლა. სოფელ ხურჩაში დამონტაჟებული სათვალთვალო კამერის ჩანაწერში მკვლელობის სცენაა ასახული. ვიდეომასალა ინტერნეტით გავრცელდა. აფხაზეთის დე ფაქტო სამხედრო პროკურატურამ განაცხადა, რომ მკვლელობის მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღძრა აფხაზი ე.წ. მესაზღვრის წინააღმდეგ, რომელიც საქართველოს მოქალაქის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. |
| გალის შეხვედრები განახლდა |
| 27 | |
|
მაისი
გალის შეხვედრები განახლდა
|
გალში, მხარეები ერთმანეთს ოთხი წლის შემდეგ პირველად შეხვდნენ. სოხუმი და თბილისი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) განახლებაზე შეთანხმდნენ. |
| სოხუმი ოთხიდან ორ გამშვებ პუნქტს ხურავს |
| 25 | |
|
იანვარი
სოხუმი ოთხიდან ორ გამშვებ პუნქტს ხურავს
|
გალის რაიონში მცხოვრებმა 200-მა მოქალაქემ, აფხაზეთის გამყოფ ხაზთან, ორი გამშვები პუნქტის – ნაბაკევი-ხურჩას და ოტობაია-ორსანტიას დახურვა გააპროტესტა. |
| სამხედრო შეთანხმება მოსკოვსა და ცხინვალს შორის |
| 31 | |
|
მარტი
სამხედრო შეთანხმება მოსკოვსა და ცხინვალს შორის
|
მოსკოვისა და ცხინვალის სამხედრო შეთანხმების მიხედვით, სეპარატისტული რეგიონის სამხედრო დანაყოფები რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შედის. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ „ეს რუსეთის მხრიდან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ფაქტობრივი ანექსიის გაგრძელებაა“. |
| გაეროს რეზოლუცია |
| 1 | |
|
ივნისი
გაეროს რეზოლუცია
|
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუცია მიიღო, რომელიც კიდევ ერთხელ აღიარებს ყველა დევნილის და ლტოლვილის უფლებას, დაბრუნდნენ სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. |
| რუსული ანექსიის გაგრძელება |
| 26 | |
|
ივლისი
რუსული ანექსიის გაგრძელება
|
ცხინვალში ახალი სამართალდამცავი სტრუქტურა იქმნება. ე.წ. შინაგან საქმეთა ორგანოების ერთობლივ საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრს მოსკოვი და ცხინვალი ერთად აფუძნებენ. ცენტრში პოლიციის ოფიცრებს მოსკოვი დანიშნავს. |
| ქართულ ენაზე სწავლების აკრძალვა |
| 26 | |
|
ივლისი
ქართულ ენაზე სწავლების აკრძალვა
|
სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლება რეგიონის ქართულ სკოლებში, 2017-2018 სასწავლო წლიდან, ქართულ ენაზე სწავლებას კრძალავს. ეს ცვლილება ახალგორის რაიონში მოქმედ ექვს, და საჩხერისა და ქარელის რაიონების ოკუპირებულ ტერიტორიებზე თითო ქართულ სკოლას ეხება. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველი მოსწავლეები მშობლიურ ენას ცალკე საგნად ისწავლიან. |
| ერედვში ეთნიკური ქართველების სახლები განადგურდება |
| 15 | |
|
სექტემბერი
ერედვში ეთნიკური ქართველების სახლები განადგურდება
|
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება იღებს გადაწყვეტილებას "გაწმინდოს" სოფელი ერედვის ტერიტორია ქართველთა სახლებისგან. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომამდე სოფელ ერედვში 1000-მდე მოსახლე ცხოვრობდა. საქართველოს ხელისუფლება ამ ინიციატივას „გენოციდის“ და „ეთნიკური წმენდის“ გაგრძელებად აფასებს. |
| არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა |
| 22 | |
|
თებერვალი
არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა
|
არჩილ ტატუნაშვილი ახალგორის რაიონში ხილით და ბოსტნეულით ვაჭრობდა. 22 თებერვალს ის ახალგორში დააკავეს. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მას ოსების წინააღმდეგ გენოციდში, საქართველოს უსაფრთხოების სამსახურებთან კავშირსა და დივერსიული აქტების მომზადებაში დასდო ბრალი. ცხინვალის ვერსიით, ტატუნაშვილმა იზოლატორში გადაყვანისას პოლიციელისთვის იარაღის წართმევა სცადა, წინააღმდეგობისას შეუძლოდ გახდა, კიბეებზე წაიქცა და საავადმყოფოში გულის შეტევით გარდაიცვალა. ტატუნაშვილის გადმოსვენება ცხინვალმა 26 დღე გააჭიანურა. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზამ დაასკვნა, რომ ტატუნაშვილს სხეულზე ასზე მეტი დაზიანება აქვს, რაც მის წამებაზე მიანიშნებს. მცხეთის სასამართლომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს, ვისაც ბრალად არჩილ ტატუნაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ჯგუფურად წამებაში დახმარება ედებოდათ, პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. |
პროექტი შეიქმნა ჟურნალ ინდიგოსა და GCRT-ის - წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის კოლაბორაციით.
ზეპირი ისტორიები ჩაწერილია ომგამოვლილ ადამიანებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში, დევნილთა დასახლებებში და გორში.
ისტორიებში, ასევე ფოტოებზე გმირების თხოვნით, ზოგან შეცვლილია სახელები.
ფოტოებზე გამოსახული ადამიანები ხშირად არ არიან იმ ისტორიის გმირები, რომელთაც ისინი ახლავს.
განსაკუთრებული მადლობა ნინო ბალოიანს, GCRT-ის გორის ფილიალის კოორდინატორს, ნანა მშვიდობაძეს, ტასო ჩხეიძეს, ლია ჩლაჩიძეს, ნანა კახნიაშვილს, მერაბ ანთაძეს, თამარ ბაბუაძეს.
პროექტი განხორციელდა “ღია საზოგადოების ფონდის” მხარდაჭერით.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდის პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.